არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ქობულეთში

ჭარაში, სოფელ ქობულეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფ. ხუცუბანი) აჭარის ქვის ხანის არქეოლოგიის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა დაიწყო.

ექსპედიციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და სსიპ აჭარის მუზეუმის მივლინებით -სსიპ აჭარის მუზეუმი - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი და ქობულეთის მუზეუმი ახორციელებს. (ექსპედიციის ხელმძღვანელი გ. ჩხატარაშვილი). ამასთან ერთად, ექსპედიციაში მონაწილეობს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნ.-მუშაკი, დოქტორი ვალერი მანკო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის I კურსის სტუდენტი ნიკა მჟავანაძე.